„როცა ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, ის აუცილებლად მიდის და აუცილებლად წავლენ ესენიც“, – ასე მიმართა მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა აშშ-ში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონრპოექტის საწინააღმდეგო შეკრებილ მოქალაქეებს.
საქართველოს მოქალაქეების მიერ ნიუ-იორკში გამართულ აქციაზე ნოდიკო ტატიშვილმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
არა რუსულ კანონს! — ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართესარა რუსულ კანონს! — ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს
Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2024
„ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, რადგან ჩვენ გვინდა განვითარება და წინსვლა. ნახეთ, რა ხდება ბრუკლინში, იმდენი ქართველია შეკრებილი, ჩათვალეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ, ბედნიერებაა აქ ყოფნა“, – ამბობს ნოდიკო ტატიშვილი ვიდეომიმართვაში.
უდიდესი ეროვნული სულისკვეთებაა აქაც! ამერიკაშიც! თქვენთან ვართ მთელი გულით! ❤️❤️❤️
Posted by Nodiko Tatishvili on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2024