LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა თელია: „ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, მზად ვარ აქ­ცი­ა­ზე მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი და­ზი­ა­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცია უფა­სოდ გა­გი­წი­ოთ!“

177
ზაზა თელია

დერ­მა­ტო­ლო­გი ზაზა თე­ლია, გუშინ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქ­ცი­ა­ზე და­შა­ვე­ბუ­ლებს კონ­სულ­ტა­ცი­ის უფა­სოდ გა­წე­ვას სთა­ვა­ზობს.

ამის შესახებ დერმატოლოგი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს:

„ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, მზად ვარ აქ­ცი­ა­ზე მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნის, კან­ქვე­შა ქსო­ვი­ლე­ბის და ლორ­წო­ვა­ნის და­ზი­ა­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცია უფა­სოდ გა­გი­წი­ოთ!“ – წერს ზაზა თე­ლია.

ინფორმაციისთვის: გუ­შინ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც მოქალაქეები „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, სპეც­რაზმმა რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი, მხუთავი აირი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. შე­დე­გად, და­შავ­და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი.

🛑 ძვირფასო მეგობრებო მზად ვარ აქციაზე მიღებული ნებისმიერი კანის, კანქვეშა ქსოვილების და ლორწოვანის დაზიანების მკურნალობასთან დაკავშირებული კონსულტაცია უფასოდ გაგიწიოთ!!

Posted by Zaza Telia on Wednesday 1 May 2024

გამოყენებული „ინტერპრესნიუსის“ ფოტო