LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება McLaren-ის ელექტრონულ ჰიპერქარი

25

კომპანია McLaren Automotive გეგმავს გამოუშვას ახალი, მთლიანად ელექტრონული ჰიპერქარი, რომელიც P1-ის გვერდით დაიკავებს პოზიციას. ამის შესახებ იტყობინება Auto Express, რომელიც ინფოს ავთენტურობას ბრიტანული კომპანიის ოფიციალური საიტიდან წარმოდგნეილი ლინკით ადასტურებს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი მოდელი წარმოდგენილი იქნება როგორც საგზაო ვარიანტი, სერთიფიცირებული გზებზე უპრობლემოდ გამოსაყენებლად. დეტალური მახასიათებლები ამ ეტაპზე ცნობილი არაა, თუმცა კომპანია თვლის, რომ ავტომობილის სრულად დატენვის შემთხვევაში, არსებული ენერგია საკმარისი იქნება 30 წუთი გზაზე სასიარულოდ. ამის შემდეგ ბატარეა უნდა დაიტენოს თავიდან, არანაკლებ ნახევარი საათისა.

ასევე სავარაუდოა, რომ ელექტრო ჰიპერქარის დინამიკა იქნება უკეთესი, ვიდრე 675LT-ისაა. ეს მოდელი ანვითარებს საშუალოდ 200 კმ/ს სიჩქარეს ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს – 330 კმ/ს. ახალი მოდელი, რომლის ღირებულება მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, რაც 1.3 მილიონი ევროს ექვივალენტია, გაყიდვაში 2020 წელს გამოჩნდება . უახლესი პერიოდის განმავლობაში კი კომპანია McLaren გეგმავს ახალი 15 მოდელის შემუშავებას, რომელსაც უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები