ნინო დარასელი post tv-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „კეზერაშვილმა რევოლუციის ფული საქართველოში ნინო დარასელს და ნინო დვალს გამოატანა” და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ალო Shalva Ramishvili @post tv ხო მშვიდობაა? ვინ მოგნიშნოთ კიდევ არ ვიცი.ბუდარიაა? ლარნაკაში კი ვარ, ჩემი ნათლიის დაბადების დღეზე , როგორც ბოლო 5 წელია 5 მაისს 65 ექიმთან ერთად.ეხლა წავაკითხებ და ყველას ერთად დავაცინინებ, ამ, არც კი ვიცი რა მოგონილისთვის. კაი მე ჯანდაბას, მისის სმიტი გგონივართ და Dvali Nino რაღა შუაშიაისე აქედან მასთან ერთად მადრიდში მივდივარ და გეგულებათ იქაც ვინმე ?
ვაიმე ვაიმე როგორ დაგცინებთ დათო კეზერაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და არც არასდროს მინახავს.არ მაქვს პრობლემა გაცნობის, უბრალოდ ასე მოხდა აქამდე ეხლა ვფიქრობ სასამართლოში გიჩივლოთ, თუ გავატარო ისეთი ღადაობაა და აღდგომა მოგილოცოთ? სუსს მაინც კითხეთ ხოლმე სანამ რამე მსგავსს …. ს დაწერთ.
მრავალწერტილს ჩემი ნაცნობები შეავსებენ. ლიმასოლში ვარ 6 მდე, თუ რამეა და ვინმე რამე კუშითაა და კიდევ გაქვთ ვარიანტები ასე რამ აგჭრათ ჰა? სერიოზულ პასუხს ვერ გიგონებთ. არ ხართ ღირსი მაგრამ აღდგომას მაინც გილოცავთ“- წერს დარასელი.