ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს:
„გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.
მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
საფრანგეთში საქართველოს ელჩი გადადგა: „არ მინდა ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნეს აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ – მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ ვეღარ ვერევი“
„მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი.“ – წერს გოჩა ტყეშელაშვილი.
გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
This is a bilingual post. Please scroll down for English. გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას…
Posted by British Embassy Tbilisi on Friday 10 May 2024