53 წლის ნაომი კემპბელი ორი შვილის დედაა, მას ქალიშვილიც და ვაჟიც სუროგატი დედის დახმარებით შეეძინა. ამ დრომდე უცნობი რჩება ლეგენდარული ტოპ-მოდელის შვილების მამის ვინაობა, თუმცა, მედიაში უამრავი ვერსია გავრცელდა. მათგან ყველაზე სარწმუნო ნაომისა და არაბი კინოპროდიუსერის, მულტიმილიონერ, მოჰამედ ალ ტურკის რომანია.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთად ბევრჯერ გამოჩნდა, გასულ თვეს ინსაიდერებმა მათი რომანტიკული კავშირი კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ.
ნაომი კემპბელის შვილების მამაა? – მედია მოდელისა და არაბი მულტიმილიონერის რომანის შესახებ წერს
ახლახან ნაომიმ ინსტაგრამზე შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა, ის სანაპიროზე, მზის ჩასვლის ფონზე პოზირებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოდელი შვილების სახეს გამუდმებით მალავს.
ნაომი კემპბელის შვილების მამაა? – მედია მოდელისა და არაბი მულტიმილიონერის რომანის შესახებ წერს