LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ქურდაძე დასაქმების პრობლემებზე: „ძირითადად, კონსულტანტებად სამუშაოდ სოციალურად დაუცველები მოდიან, მაგრამ იმის შიშით, რომ დახმარებას მოუხსნიან, მუშაობას არ იწყებენ, თუნდაც – 800 ლარზე…“

318
ანა ქურდაძე

„პრაიმჰაუსის“ გამარჯვებული – ანა ქურდაძე ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი გახლავთდა ასევე, ქალის თეთრეულის საკუთარ ბრენდს ფლობს. მალე ახალი საქმის წამოწყებასაც გეგმავს… ჟურნალ „გზასთან“ ის დასაქმების პრობლემებზე საუბრობს:

დასაქმების პრობლემაზე რას გვეტყვით, როგორც დამსაქმებელი?

სადაც ვმუშაობ, ის კომპანია ბევრ ადამიანს ასაქმებს. პროფესიონალი კადრის პოვნა ნამდვილად ჭირს: სამსახური არის, მაგრამ შესაბამისი კადრი არ გვყავს… ამიტომ მგონია, რომ საერთოდ, სამსახურები არის. უბრალოდ, დაბალშემოსავლიან პოზიციაზე ზოგი არ მოდის. მაგალითად, რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში კონსულტანტის პოვნა ჭირს. რეგიონებში კარგ კადრს მარტივად იპოვი. მაღალ პოზიციებს რაც შეეხება, სადაც გამოცდილება და პროფესიონალიზმია საჭირო, კადრების მოძიება რთულია. ბევრი შემთხვევა იყო და ვფიქრობ, ამ მხრივ, ცნობიერება უნდა ამაღლდეს: ძირითადად, კონსულტანტებად სამუშაოდ სოციალურად დაუცველები მოდიან, მაგრამ იმის შიშით, რომ დახმარებას მოუხსნიან, მუშაობას არ იწყებენ, თუნდაც – 800 ლარზე. არადა, უკვე მოქმედებს კანონი, რომლითაც შეუძლიათ, ხელფასიც მიიღონ და არც სოციალურ დახმარებას მოუხსნიან, მაგრამ მაინც ზოგს ვერ აჯერებ, რომ ასეა. მაგალითად, გასაუბრებაზე მოდის ადამიანი და გთხოვს, რომ ხელფასი „ხელზე” მისცე… კარგად არ იციან, რა უფლებები აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g