LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რაც ჩვენ გვხდის ადამიანებად ეს IQ კი არ არის, Chat GPT-ის მალე ისეთი IQ ექნება რომ არავის მოელანდება! ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია მეორე ადამიანის მიმართ“- გია დვალი

271
1ec1e8d19dc025bb0167ec77903ac15f_XL

ფიზიკოსმა გია დვალმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

მისი თქმით ის, რომ ჩვენ გვაქვს ემპათია მეორე ადამიანის მიმართ, ადამიანის ღირსებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ვცემთ პატივს – ეს არის ადამიანობა:

„IQ-ზე და რაღაცებზე რომ გველაპარაკებიან. ის რაც ჩვენ გვქმნის ადამიანებად, IQ კი არ არის, ადამიანები ჩვენ იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, IQ ChatGPT-ის ისეთი ექნება, საერთოდ არავის რომ არ მოელანდება. ადამიანებად ჩვენ გვქმნის ემპათია. ის, რომ ჩვენ გვაქვს ემპათია მეორე ადამიანის მიმართ და მისი ღირსების მიმართ და ადამიანის ღირსებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ვცემთ პატივს, აი ეს არის ადამიანობა.

ვიდეო: „ერთი მიზეზი მითხარი რატომ ვარ პროვოკატორი? მტკივა რომ მირტყამ… შენ გაძლიერებს იარაღი, ვიღაცის ორი მილიარდი, აქ სხვაობაა“ – რატომ ატირდა აქციაზე ნანკა კალატოზიშვილი

ასეთი საქციელი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რაც ახლა ხდება, ეს გადის ადამიანობის ჩარჩოებიდან, ეს არის უბედურება, როგორ შეიძლება ასეთმა გზამ კატასტროფისკენ არ მიგვიყვანოს, ეს არ არის მთავრობის საქციელი, არცერთ განმარტებაში მთავრობის ეს საქციელი არ ჯდება, ეს არის ვიღაცა ჯგუფის საქციელი, რომელსაც უნდა რომ ქვეყანა გადაჩეხოს” – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში  ფიზიკოსმა გია დვალმა.

„სხვას არც ველოდი.. თუმცა ამით ეს პროცესი არ დასრულებულა“ – ნიკოლოზ რაჭველი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე

magti 5g