LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა ახალი Crafter-ის დიზაინი გაავრცელა

27

კომპანია Volkswagen-მა ახალი თიზერი გამოაქვეყნა, სადაც ფურგონის, Crafter-ის ახალი თაობის მოდელია  წარმოდგენილი. მოდელის პრემიერა ჰანოვერის ავტობაზარზე სექტემბერში შედგება.

დეტალური ინფორმაცია მომავალ მოდელზე ძალიან ცოტაა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოდელი არ იქნება Mercedes-Benz Sprinter-ის მსგავსი და ახალი ფურგონი აგებული იქნება Volkswagen-ის საავტორო პლატფორმაზე.

ასევე ცნობილია, რომ ავტომობილი მიიღებს სამლიტრიან ექვსცილიდრიან დიზელზე მომუშავე ძრავს. ახალი მოდელი ხელმისაწვდომი იქნება სამ ვარიანტად: 163, 204 და 224 სიმძლავრით.

VW Crafter-ი აგებული იქნება კომპანიის ახალ საწარმოში. სამუშაოები დასრულდება 2016 წლის მეორე ნახევარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები