2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემების თანახმად, საქართველოდან ღვინის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 61%-ით გაიზარდა. საქართველოდან გაყიდული ღვინის მოცულობამ 45 139 ტონა შეადგინა.
ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან რუსეთში 99.5 მლნ დოლარის 37 045 ტონა ღვინო გაიყიდა, რაც რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმია.
გაყიდვები ასევე გაიზარდა პოლონეთში ($4.9 მლნ, 2 006 ტონა), უკრაინაში ($3.9 მლნ, 1 415 ტონა), ყაზახეთსა ($2.9 მლნ, 893 ტონა) და ჩინეთში ($2.2 მლნ, 633 ტონა).
2024 წლის პირველ კვარტალში ქართულ ღვინოზე მაღალი მოთხოვნა ასევე დაფიქსირდა: აშშ-ში ($2.1 მლნ, 363 ტონა), გერმანიაში ($2 მლნ, 452 ტონა), ბელარუსში ($1.8 მლნ, 640 ტონა), ლატვიასა ($1.1 მლნ, 314 ტონა) და ლიეტუვაში ($664 ათასი, 197 ტონა).