როგორც ცნობილია, ჯეი ლო მეხიკოში გაემგზავრა და თავისი ახალი ფილმის, „ატლასის“ პრემიერაზე საოცრად შთამბეჭდავი და საბედისწერო ლუქით გამოცხადდა.
კაბა – „თავისუფლების ფრთები“ – ჯეი ლოს საბედისწერო მზერა და მორიგი პრემიერა ბენ აფლეკის გარეშე
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არტისტი და მსახიობი ასეთ მნიშვნელოვან დღეს კვლავაც მეუღლის, ბენ აფლეკის გარეშე გამოჩნდა. მეტიც, ინტერვიუში მას პირდაპირ დაუსვეს შეკითხვა მეუღლესთან განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორების შესახებ. ჯეი ლომ ეს ფაქტი არც დაადასტურა, თუმცა არც უარყო. ნიშანდობლივი იყო მისი რეაქცია, არტისტი შეკითხვამ დააბნია და საოცრად დაძაბა. მალევე სიტუაციის განსამუხტად დიალოგში მისი კოლეგა ჩაერია.
საბოლოოდ, აღნიშნული ვიდეო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა. საზოგადოების ნაწილმა ჯეი ლოს რეაქცია ჭორების დასტურად მიიღო.