LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ემუქრებიან სიკვდილით და ჩვენ ამაზე ვიცინით. მე ვგმობ ამ ფაქტს და თქვენც მოგიწოდებთ” – გიორგი გაბუნიას მიმართვა

738
2024-05-24_01-05-53_276029

გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, მოქალაქე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძეს სიკვდილით დაემუქრა.

როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, საზოგადოებამ ამ ფაქტზე კი არ უნდა იხუმროს, არამედ უნდა დაგმოს.

,,ძალიან გაბრაზებული ვარ. რამდენიმე ხნის წინ ირაკლი კობახიძეს ვინმე მოქალაქე, რომლის სახელი და გვარიც არ ვიცი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. როგორც სლოვაკეთის პრემიერს დაესხნენ თავს, შეიძლება შენზეც იგივე განმეორდესო. შეიძლება ვინმე არ მოგწონდეს, ან მისი პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ იმაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი. ერთმანეთს უნდა ვიცავდეთ. ამ დროს შევდივარ და ამ ფაქტს იწონებენ, მიდის ხუმრობები, დაცინვა. კარგით რა, ყველაფერს ხო აქვს საზღვარი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ემუქრებიან სიკვდილით და ჩვენ ამაზე ვიცინით. მე ვგმობ ამ ფაქტს, კი არ ვიცინი და თქვენც მოგიწოდებთ დაგმოთ. გვაცადეთ და გადაგვაწყვეტინეთ ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ. მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა თქვენთვის”, – ამბობს გიორგი გაბუნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g