LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!“- მამუკა მდინარაძე

173
მამუკა მდინარაძე

ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე.

აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს

„მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში:

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს ევროკომისრის მხრიდან ჩვენი მისამართით იყო მინიშნება სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებაზე;

საფრანგეთმა მიიღო კანონი უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ;

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს წევრ თურქეთშიც ინიცირდება ანალოგიური სფეროს რეგულირების კანონპროექტი;

აშშ სახელმწიფო მდივანმა დაგვიანონსა სანქციები მათ ქვეყანაში მოქმედ კანონზე გაცილებით ლოიალური კანონის მხარდაჭერისთვის.

„ეს არის აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგი ნაბიჯი.. ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ აქვს“ – ოპოზიცია აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას აფასებს

აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას იწყებს და თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, „ოცნების“ რუსული ხელისუფლების გამო, საქართველო დაკარგავს მილიარდობით დოლარის დახმარებას“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

წესით შეფასებასაც კი აღარ საჭიროებს ეს მოცემულობა, თუმცა ძალიან მოკლედ:

1. გრძელდება შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად კი აგენტურა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ გარეაქტორების მოქმედებების იმედზე რჩება და ხარობს

2. უპრეცედენტო და ამავდროულად კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე.

3. ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა მის დაშლამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე…

4. ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს! ქართველები, რომლებიც არასდროს დავთმობთ საკუთარ მამულს, ენას, სარწმუნოებას, ტრადიციებს, ღირსებას, სამართლიანობას და ასე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები! საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს ელაპარაკოს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ, და არა გარედან დანიშნულ ხელისუფლებას!

საქართველო ამას შეძლებს!“, – წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე.

მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს ევროკომისრის მხრიდან ჩვენი მისამართით…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on Friday, May 24, 2024

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების მიხედვით, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.

ხუნდაძე შესაძლო სანქცირებაზე: „ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“

ნინო წილოსანი: „ის პროცესები, რომელიც შტატებში პოლიტიკოსების მხრიდან არის ინიციირებული, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთდამოკიდებულებას არ ასახავს“

„თუკი მე, ხუთი შვილის მამას ჩემს ქვეყანაში ღირსეულად გადაადგილება, ოჯახის სიწმინდის დაცვა და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების დაცვა რომელიმე ქვეყანაში არწასვლის ფასად უნდა დამიჯდეს, შემირცხვენია ის ქვეყანა და იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელმაც ამ დილემის წინაშე დამაყენა“ – ლევან მგალობლიშვილი

magti 5g