LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაივსება ახლა იქაურობა ჰოლივუდის ვარსკვლავებით… მენატრება, მაგრამ ახლა აქციაზე დგომა მირჩევნია და „რუსული კანონის“ უკან გაწვევა!“ – ცისნამი საყვარლიშვილი ამერიკულ „ხსოვნის დღესა“ და თბილისში მიმდინარე აქციებზე

202
ცისნამი საყვარლიშვილი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც საქართველოში ამერიკიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს ამერიკაში „ხსოვნის დღეს“ აღნიშნავენ .

ამ დღეს ამერიკელები პატივს მიაგებენ იმ სამხედრო მომსახურეების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე ქვეყნისთვის გაწირეს.

ქართველი ემიგრანტი „ფეისბუქში“ ფოტოებს ავრცელებს, თავის გამომწერებს დეტალურად უზიარებს „ხსოვნის დღის“ მნიშვნელობას და ჰყვება, თუ როგორ აღნიშნავს ამ დღეს ამერიკაში.

„არც გაბედოთ ჩემთან მოახლოება და ხელის დაკარება, მე ვარ ამერიკის მოქალაქე და მიცავს ამერიკა! მე ვარ მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტი“ – რა მიმართვას ავრცელებს ცისნამი საყვარლიშვილი

როგორც ცისნამი საყვარლიშვილი ამბობს, ეს ყველაგფერი ენატრება, თუმცა ახლა აქციაზე დგომა და „რუსული კანონის“ უკან გაწვევა ურჩევნია.

„დღეს ამერიკა ზეიმობს #memorialday2024. სწორედ ამ დღისთვის ყველა ამერიკელს აუზი უკვე გახსნილი უნდა ჰქონდეს და ეზო გალამაზებული. ამ დღეს იწყება, ამერიკაში ნომერი პირველი, #Fancy კურორტის #Hamptons სეზონი.
ამერიკის ყველაზე #ველსი საზოგადობა, ზოგი ფლორიდიდან, პამ ბიჩიდან, ზოგი კალიფორნიიდან, ზოგი ნიუ-იორკ სითიდან ჩამოდის და თავიანთ საზაფხულო სასახლეებს უბრუნდება.

სეზონი გრძელდება ლეიბარ დეიმდე.
იხსნება ყველა პრაივატ, ბიჩ კლაბი და ჰემპტონებში ცხოვრება დუღს.
ყველაზე მეტად ამ დროს მიყვარს, ჩემს სახლში ყოფნა, როცა სტუმრები მოდიან ყველა მხრიდან და ვზეიმობთ მემორიალ დღეს.
ასე გამოიყურება ჩვენი აუზი და ეზო.
დაიწყო ფენსი ზაფხული.

ფოტო, ვიდეო: „ოკეანეს გადმოვუფრინე, რომ აქ ვყოფილიყავი… გაიგეთ ხალხო, რომ არ გვინდა რუსეთი! ევროპა გვთავაზობს მეგობრობას…“ – საქართველოში ჩამოსული ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი თელავში გამართული აქციიდან კადრებს აქვეყნებს

ჩემი დილა ამ აუზში ცურვით იწყება, შემდეგ ცხელი ჯაკუზით. ჩემი ალე-ბალეს მიერ მომზადებული სმუდით. შემდეგ ჯეკიში, კოფი-შოპში მივდივართ, სადაც მეგობრებს ვხვდებით. შემდეგ მთელი დღე სანაპიროზე ვატარებთ კლაბში. არის ერთი დიდი მხიარულება, სილამაზე, ბედნიერება. საღამოს რესტორან “სისიში” ვახშამი და დროის ტარება.

ველოსიპედით ვმოძრაობ თაუნში და დავქრივარ ხოლმე.  
გაივსება ახლა იქაურობა ჰოლივუდის ვარსკვლავებით!
მენატრება, მაგრამ ახლა აქციაზე დგომა მირჩევნია და რუსული კანონის უკან გაწვევა! ეს ყველაფერი არ გაიქცევა.
სამშობლო კი უპირველეს ყოვლისა!
მიყვარხართ!
Happy Memorial Day America! “- წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

დღეს ამერიკა ზეიმობს #memorialday2024. სწორედ ამ დღისთვის ყველა ამერიკელს აუზი უკვე გახსნილი უნდა ჰქონდეს და ეზო…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on ორშაბათი, 27 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები