LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: „ოკეანეს გადმოვუფრინე, რომ აქ ვყოფილიყავი… გაიგეთ ხალხო, რომ არ გვინდა რუსეთი! ევროპა გვთავაზობს მეგობრობას…“ – საქართველოში ჩამოსული ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი თელავში გამართული აქციიდან კადრებს აქვეყნებს

344
ცისნამი საყვარლიშვილი

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ახალგაზრდები დედაქალაქში, საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

საპროტესტო ტალღამ რეგიონებშიც გადაინაცვლა. ლოზუნგით: „არა რუსულ კანონს“ აქცია გაიმართა თელავში, ერეკლე მეფის ძეგლთან. აქცია-პერფორმანსით აქტივისტებმა ხელისუფლებას მოუწოდეს შეაჩეროს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.

აქციის მონაწილეებს შორის იყო აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც 15 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში დაბრუნდა და აღდგომას სამშობლოში შეხვდა.

„15 წელი არ ვიყავი აღდგომის დღეს სამშობლოში… ნიუ-იორკიდან პირდაპირ რუსთაველის გამზირზე მოვედი, უმაგრესი თაობა ხართ, ვამაყობ თქვენით… დამიტოვეთ, ისე დამიტოვეთ, რომ ამერიკაში აღარ გამიშვათ“ – ცისნამი საყვარლიშვილი

,,რით ვერ მოინელეს ამ გოგოს ბედნიერება, ზღაპარივით ცხოვრება, მოსიყვარულე ქმარი და დამსახურებული ბარონესობა” – რას წერს ია ფარულავა

„გაიგეთ ხალხო, რომ არ გვინდა რუსეთი! რა მოგვიტანა რუსეთმა? ქვეყნის ოკუპაცია, მტრობა, რუსეთი ჩვენი მეგობარი ვერასოდეს გახდება, ევროპა გვთავაზობს მეგობრობას, ღირსეულ ფასეულობებს, დემოკრატიას, თავისუფლებას და ბედნიერებისკენ ლტოლვას…

ოკეანეს გადმოვუფრინე, რომ აქ ვყოფილიყავი… როცა ხალხი გეუბნება: არა რუსულ კანონს – უნდა გაიგო“, – თქვა ცისნამი საყვარლიშვილმა და აქციიდან რამდენიმე კადრიც გაავრცელა.

„ყველაზე მშვიდობიანი და ბედნიერი აქცია თელავიდან“

Photo Credit:L.K Photography მადლობა ულამაზესი ფოტოებისთვის. ❤️

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on სამშაბათი, 07 მაისი, 2024

პოპულარულები