LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ ახალი სპორტქარის სახელი შეარჩია

23

კომპანია Honda-მ ახალი მოდელის სახელი შეარჩია. იაპონური ავტომწარმოებელი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაშიც აქტიურად მოღვაწეობს, ახალი სპორტქარის სახელის შერჩევისას აბრევიატურა ZSX-ზე შეჩერდა.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Auto Guide წერს, საშუალო დონის ძრავიანი სპორტქარი სწორედ ამ სახელით წარსდგება მსოფლიოს ავტომოყვარულთა წინაშე. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული მოდელი, ფასისა და რანგის მიხედვით მისი წინამორბედის, სუპერქარის NSX-ის პოზიციას დაიკავებს.

არაა გამორიცხული, რომ Honda-ს ახალი მოდელი ჰიბრიდული მახასიათებლებით იყოს წარმოდგენილი, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები