2 ივნისს, 20:00 საათზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. 21:00 საათზე საქველმოქმედო კონცერტი „ევროპული მომავლისთვის“ გაიმართება, სადაც ქართველი მუსიკოსები საქართველოს ევროპული მომავლისთვის იმღერებენ.
„საერთო მიზნისთვის ბრძოლაში – ჩვენი დაუმარცხებელი ერთობა დაიბადა. ეს ერთობა – საბოლოო გამარჯვების, მომავლის გზაა.
თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს.
საქველმოქმედო კონცერტზე ქართველი მუსიკოსები იმღერებენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.