LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავს იცავდა – სახლში შეუცვივდნენ, სცემეს, საკუთარ ბინაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ“ – რას ამბობს ადვოკატი ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე

237
მკვლელობა ვარკეთილში

თბილისში, ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს – დაკავებულია ერთი პირი

როგორც ორი პირის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი, სულხან კომახიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, დაკავებული მომხდარის დროს თავს იცავდა.

ვიდეო: „დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს თბილისში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით?

„დაკავებულია მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ, რეალურად, თავს იცავდა. ორი ადამიანი სახლში მიუვარდა, სცემდნენ. კალანდარიშვილმა მეორე ოთახიდან გაფორმებული იარაღი აიღო, ესენიც მეორე ოთახში გაჰყვნენ, გასროლამდე იარაღს ართმევდნენ და გასროლა მოხდა.

ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ საკუთარ ბინაში, გაფორმებული იარაღი შესაშინებლად აიღო. როგორც მოგახსენეთ, ამ იარაღს ართმევდნენ და გასროლაც ამ დროს მოხდა. შეიძლება კონფლიქტს წინა ისტორია ჰქონდა, მაგრამ ამ დღეს, იური სახლში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ისვენებდა, ღამის პირველი საათი იყო. კარზე გაიგო ბრახუნი, ხმაური, გაიხედა გარეთ, სახლში შეუცვივდნენ, სცემეს, მან კი თავდაცვისთვის აიღო იარაღი, რომელსაც ართმევდნენ. მეუღლე შემსწრეა, ბავშვს ეძინა, მეუღლესაც ეძინა, მაგრამ სახლში ჩხუბის ხმა რომ გაიგო, გაეღვიძა და გახედა.

ეს კვალიფიკაცია აბსურდია, თავდაცვის უფლება ყველა ადამიანს აქვს, გამონაკლისი არც იურია. ყველას აქვს უფლება, საკუთარ სახლში მშვიდად იძინოს და ისვენებდეს თავის ცოლ-შვილთან ერთად“, – განუცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისათვის, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ პირს და მის მეგობარს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღესვე, ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g