LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის დაშავება არ მინდოდა – მომდევდნენ, მირტყამდნენ, იარაღი ავიღე, რომ შემეშინებინა, წართმევა უნდოდათ, რა დროსაც გავისროლე” – 2 პირის მკვლელობაში ბრალდებული

305
sus-.png

ვარკეთილში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებულმა, იური კალანდარიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას „არავის დაშავება არ უნდოდა”.

იური კალანდარიშვილი ამბობს, რომ ბაჩო ბაშარული და ნიკა არჩვაძე სახლში მიუვარდნენ, რის გამოც საფრთხე შეექმნა მას და მის ცოლ-შვილს და სურდა ისინი იარაღით შეეშინებინა.

„ბევრჯერ დამარტყეს. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვგრძნობდი, გონებას ვკარგავდი და გავიქეცი იქით ოთახში. მომდევდნენ, მირტყამდნენ. ავიღე ჩემი იარაღი, ამით მაინც შევაშინებ მეთქი, როგორც კი ამოვიღე, მაშინვე მომკიდეს ხელი და წართმევა უნდოდათ ამ იარაღის. მაგ დროს მერე უკვე გავისროლე “, – განაცხადა იური კალანდარიშვილმა.

ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ იური კალანდარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

ვიდეო: „დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს თბილისში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით?

„თავს იცავდა – სახლში შეუცვივდნენ, სცემეს, საკუთარ ბინაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ“ – რას ამბობს ადვოკატი ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g