მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas, 6000-ზე მეტ მომხმარებელს შორის ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, მსოფლიოში სოუსის სახის 100 საუკეთესო კერძის რეიტინგი შეადგინა.
აღნიშნულ რეიტინგში 26-ე ადგილზე მოხვდა ქართული ფხალეული, 30-ე ადგილზე – ცალკე, ისპანახის ფხალი, 36-ზე კი – აფხაზური აჯიკა.
თანდართულ ანოტაციებში ვკითხულობთ, რომ ქართული ფხალი ტრადიციული კერძია და ის სხვადასხვა ბალახოვანი მცენარისგან მზადდება და სანელებლებითა და ნიგვზით იკმაზება, აჯიკა კი ცხარე ქართული პასტაა, წითელი ან მწვანე ფერის, რომელიც ხორცისა და თევზის კერძებს განსაკუთრებულად უხდება.
რეიტინგში ასევე მოხვდა: მექსიკური გუაკამოლე, ბერძნული ძაძიკი, აღმოსავლური ჰუმუსის რამდენიმე სახეობა, ესპანური რომესკო და სხვა.