12 ივნისს კახეთის რეგიონში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზიანა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები – იყალთო და რუისპირი, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები.
როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ჰყვებიან, სეტყვა 7 წუთს გაგრძელდა.
„ზარალი ძალიან დიდია. მუშტის მოცულობის სეტყვის მარცვლები მოდიოდა, ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს, ასეთი საშინელება არასდროს მინახავს, ვიქნებით მშივრები, რადგან არ გვექნება ჩვენი ღვინო“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი მედიასთან.
„კვერცხის სისქის სეტყვის მარცვლები იყო, 73 წლის ვარ და ასეთი სეტყვა არ მინახავს. პენსიას რასაც ვიღებთ, რასაც ვწვალობთ, მშივრები ვართ, რომ ვენახი მოვიყვანოთ… წამლები მაინც მოგვცენ, რომ მოვწამლოთ, იქნებ ცოტა გადარჩეს“, – ამბობს სტიქიის შედეგად დაზარალებული.