საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიაში ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც ქართველი ქომაგები დაესწრნენ.
გიორგიმ მათთან ერთად გადაღებული ფოტოები გაგვიზიარა და დაწერა:
„სასიამოვნო და სასიხარულო იყო ამდენი გულშემატკივრის წინაშე ვარჯიში, მათთან შეხვედრა. მოსული ხალხის დიდი ნაწილი იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელიც წლებია უკვე გერმანიაში ცხოვრობს და ვერ ახერხებენ საკუთარი ქვეყნის მატჩებზე დასწრებას. საუკეთესო ემოციები მივიღეთ ჩვენთვის ისტორიული ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე…“