LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაისის ბოლოს იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, რაც ეროვნული ნაკრების წევრების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა… დაჯილდოება სექტემბრის დასაწყისში შედგება“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

151
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„სექტემბრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს“ – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია ინიციატივას, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაჯილდოებულიყვნენ ღირსების ორდენებით, თუმცა, ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება“ – კახა კალაძე

განცხადებაშია აღნიშნულია, რომ დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე:

„არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს დაჯილდოების აქტს. ასე მოხდა ამჯერადაც, 2024 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები (n:23/05/02 და n:23/05/01), რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. მაისის ბოლოს ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, რაც ეროვნული ნაკრების წევრების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა.

ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება. სწორედ ამ დროისათვის, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა – „ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია ამ ინიციატივას, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაჯილდოებულიყვნენ ღირსების ორდენებით, თუმცა, ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება.“

კალაძის თქმით, ფეხბურთელებს აღნიშნული ორდენები, რომლის ინიციატორები პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე იყვნენ, აუცილებლად გადაეცემათ.

magti 5g