LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე განაცხადი არ შემიტანია… ყველა ერთად დაველოდებით კანდიდატების წარმოდგენას“ – ოხანაშვილი გენერალურ პროკურორად მის შესაძლო წარდგენაზე

159
ანრი ოხანაშვილი

„საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, რომ პარლამენტს კანდიდატები წარუდგინოს. მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, ყველა ერთად დაველოდებით კანდიდატების წარმოდგენას“ – აღნიშნული განცხადება, უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნება“ გენერალურ პროკურორად მის წარდგენას აპირებს.

ლევან ბეჟაშვილი: „როგორც ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე“

ოხანაშვილის განცხადებით, თუ ვინ იქნება წარდგენილი კანდიდატად ამას საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს.

მისივე თქმით, საპროკურორო საბჭო არავის სთავაზობს თანამდებობებს, ამას კი ელემენტარული კანონმდებლობის ცოდნა სჭირდება:

„ეს ჩვენს კომპეტენციაში არ არის ვისაუბროთ იმაზე, რაც უნდა გადაწყვიტოს საპროკურორო საბჭომ. საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარმოგვიდგეს. როდესაც წარმოგვიდგენს, იქ ნახავთ ვინ იქნება წარმოდგენილი. ვისაუბრო იმაზე, რაც ჩვენი კომპეტენცია არ არის არ იქნება სწორი. საპროკურორო საბჭო არავის სთავაზობს თანამდებობებს. ამას ელემენტარული ჩახედვა სჭირდება კანონმდებლობაში,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

„მივიღე გადაწყვეტილება, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა“ – ირაკლი შოთაძე

„სისტემა იწყებს რღვევას… შოთაძის გაქცევა ნიშნავს იმას, რომ დიახ, ჩაძირული გემიდან, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს გაიქცეს“ – ანა ნაცვლიშვილი ირაკლი შოთაძეზე

mazda magti 5g