LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელია: „ვოცნებობდი, რომ რონალდოს წინააღმდეგ მეთამაშა, ოცნებები ხდება.. იმედი მაქვს, ხვალ თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და კრიშტიანოს მაისურიც მე შემხვდება“

334
ხვიჩა კვარაცხელია

პორტუგალიის ნაკრებთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. დღესვე, პრესკონფერენციაზე 26 ივნისის მატჩზე ისაუბრა ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ.

როგორც ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, მისი ოცნება კრიშტიანუ რონალდუსთან წინააღმდეგ თამაში იყო და ეს ოცნება ხვალ აუხდება.

„ის ჩემი კერპი იყო…მასთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება, მაგრამ არ მეშინია“ – კვარაცხელია და დავითაშვილი რონალდოზე

„კრიშტიანოსთან თამაშის წინ ღელვას არ ვგრძნობ, პირიქით, ვოცნებობდი, რომ მის წინააღმდეგ მეთამაშა. ახლა, როცა ის ასაკშია, ევროპაშიც აღარ თამაშობს, ისე დაემთხვა, რომ ჩვენს ჯგუფში მოხვდა. მოტივირებული ვარ და იმის თქმა შემიძლია, რომ ოცნებები ხდება. იმედი მაქვს, რომ თამაშიც ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და კრიშტიანოს მაისურიც ჩემკენ წამოვა“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ვიდეო: „გოლი და ასეთი აღნიშვნა გვინდა პორტუგალიასთან“ – რა კადრებს გვიზიარებს ხვიჩა კვარაცხელია

mazda magti 5g