ვაჩე ღვინიაშვილი ეროვნული ნაკრების მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.
ამის შესახებ ვაჩე სოციალურ ქსელში წერს და ფეხბურთელებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
„დღეს წყდება ბედი გავალ გარეთ და საქართველოს ძახილში ხმას ჩავიხლიჩავ, თუ დამწუხრებული ვიჯდები! პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ნაკრებს, რომ ამ ჩემპიონატზე საქართველოს მერვედფინალში ყოფნის ამბიცია მაქვს! რაც არ უნდა ზედმეტი მომდიოდეს მოგება ძააააააან მინდა. ამ ბიჭებმა მთელი მსოფლიოს გული მოიგეს და დღეს მინდა კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ჩვენი ერთიანობის ფასი! გავდივართ ყველა თბილისიდანაც კი ტელევიზორის მეშვეობით გერმანიაში და ვთამაშობთ მთელი გულით,“ -წერს ვაჩე.