LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაცარავა: „სასამართლოდან მომივიდა შეტყობინება – 5 ივლისს, „ქოცრეჟიმი“ მასამართლებს იმისთვის, რომ სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა“

189
დავით ქაცარაცა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი დავით ქაცარავა სასამართლოში დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იგი აღნიშნავს, სხდომა 5 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

„გუშინ მომივიდა შეტყობინება სასამართლოდან. 5 ივლისს, „ქოცრეჟიმი“ მასამართლებს იმისთვის, რომ 14 მაისს სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა და ჩამიტარა ეგზეკუცია.

ალბათ, მოიყვანენ პოლიციელებს და ტრადიციულად ათქმევინებენ, რომ სამხრე კამერები გათიშული იყო და აი, ზუსტად მაგ დროს დედის რძე ვაგინე მათ.

„ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ სპეცრაზმელები – მათ სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, უბრალოდ ჯალათები არიან“ – დავით ქაცარავამ კლინიკა დატოვა

როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, „ე.წ სპეცრაზმელები ბოლო ცემისას“, ახჩობდნენ, უსწორდებოდნენ სასტიკი მეთოდებით, რის შედეგადაც მას მხედველობა ჯერჯერობით ისევ არ აღდგენია.

რაც გამიკეთეს ამ ჯალათებმა, კი იყვნენ ამისთვის საგინებლები, მაგრამ მართლა არ მიგინებია. არც შარდი შემისხამს მათთვის(საბურთალოს გამგეობის თანამშრომელმა სცადა ამ ჭორის გავრცელება)“. – წერს დავით ქაცარავა.

გამოყენებულია რადიო „თავისუფლებისა“ და „ინტერპრესნიუსის ფოტოები

გუშინ მომივიდა შეტყობინება სასამართლოდან : 5 ივლისს ქოცრეჟიმი მასამართლებს იმისთვის, რომ 14 მაისს სადამსჯელო რაზმმა…

Posted by დავით ქაცარავა on Tuesday 2 July 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g