დინამო არენამ კიდევ ერთ ვარსკვლვაურ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა. ამჯერად, StageLove Affair-ის ორგანიზებით, ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე, ათასობით მსმენელის წინაშე – Black Eyed Peas წარდგა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საღამომ ანშლაგით ჩაიარა. საკულტო ბენდი will.i.am-ის, apl.de.ap-ისა და Taboo-ს ორიგინალური შემადგენლობით, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს, ახალ ქალ ვოკალისტ – J. Rey Soul-თან ერთად ეწვია და ყველა დროის საუკეთესო ჰიტები, მათ შორის: Let’s Get It Started, Pump It, Don’t Stop the Party, The Time (Dirty Bit), Where Is the Love? შეასრულა.
ჯგუფის შემოქმედებიდან პუბლიკისთვის, ყველაზე ემოციური და მეტად ცნობილი 2000-იანების ერთ-ერთი ტოპ ჩანაწერი – I Gotta Felling აღმოჩნდა. სიმღერას ყველა ერთხმად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, კოლექტივთან ერთად მღეროდა.
აღსანიშნავია, რომ Black Eyed Peas საქართველოში მეორედ ჩამოვიდა. პირველად ბენდი 2019 წელს, Black Sea Arena-ზე წარდგა. ჯგუფის საზაფხულო ტურნე, რომელშიც საქართველოც მოხვდა, 10 ივლისს, ჩეხეთში გაგრძელდება. ევროპული კონცერტების სერიით კოლექტივი ასევე სერბეთში, იტალიაში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში იმღერებს.