მუსიკალურ პროექტ „რანინას“ გასული სეზონის ყველასათვის საყვარელი მონაწილის, მათე მარტიაშვილის დედა, თინათინ ჭულუხაძე მათეს სიმღერის ახალ ვიდეოს აქვეყნებს.
სიმღერას – „ჩემო სამშობლო მხარეო“, მათე ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველის აკომპანემენტით საოცარი ემოციითა და არტისტიზმით ასრულებს.
„არ მაქვს ამ კონცერტის კარგი ჩანაწერი, სამწუხაროდ! თუმცა ამ პატარა ვიდეოს რამდენჯერ ვატრიალებ დღეში, ვინ მოსთვლის!
ეს საოცარი ვარიაცია ამ სიმღერის, მათეს ლირიკული ტემბრი და ემოციური შესრულება ჩემს სამაჩაბლოს მახსენებს…
,, ამას გნატრობ, მამულო,
ცრემლით გადანამულო,
შენთვის სიკვდილი მაღირსა!”…
საოცარო მაესტრო, მადლობა ამ ბედნიერი წუთებისთვის! [ნიკოლოზ რაჭველი]
ნატო მეტონიძეს – ამ შესაძლებლობისა და ნდობისთვის დაუსრულებელი მადლობა!“ – წერს თინათინ ჭულუხაძე.
არ მაქვს ამ კონცერტის კარგი ჩანაწერი, სამწუხაროდ! თუმცა ამ პატარა ვიდეოს რამდენჯერ ვატრიალებ დღეში, ვინ მოსთვლის! ეს საოცარი ვარიაცია ამ სიმღერის, მათეს ლირიული ტემბრი და ემოციური შესრულება ჩემს სამაჩაბლოს მახსენებს… ,, ამას გნატრობ, მამულო, ცრემლით გადანამულო, შენთვის სიკვდილი მაღირსა!”… საოცარო მაესტრო, მადლობა ამ ბედნიერი წუთებისთვის! Nikoloz Rachveli ❤️ ნატო მეტონიძეს – ამ შესაძლებლობისა და ნდობისთვის დაუსრულებელი მადლობა!❤️
Posted by თინათინ ჭულუხაძე on ორშაბათი, 15 ივლისი, 2024