„რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ სეზონის დასკვნით ეტაპზე მხიარულ კონცერტს შემოგვთავაზებს.
გადაღებები უკვე დასრულებულია და კადრებში ჩანს, როგორ ასრულებს თიკა ფაცაციასა და აჩიკო სოლოღაშვილის მეგობრული დუეტი ქართულ თუ უცხოურ ჰიტებს.
კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს გადაცემის პროდიუსერი, ლიკუნა ნოზაძე, სადაც თიკა და აჩიკო „ო, რერო, რეროს“ მღერიან.