LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმისთვის, რომ ჩემთვის პირვანდელი სახე დაებრუნებინათ, თავის ქალიდან უნდა აეღოთ ძვლები და გადაეტანათ ცხვირში და ყბაში… ეს არ მომეწონა და უარი ვთქვი… გადავწყვიტე ოპერაციები თბილისში გავიკეთო“ – როგორ გამოიყურება ავარიის დროს მძიმედ დაშავებული გოგონა ოპერაციის შემდეგ

1076
მარიამ ტატანაშვილი ციცინო შურღაია

„მე რაც პროთეზი გავიკეთე თავს ნაკლებად დაკომპლექსებულად ვგრძნობ“ – ამბობს მარიამ ტატანაშვილი, რომელიც საზოგადოებამ უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გაიცნო. ოპერაციის შემდგომ პერიოდზე მარიამმა „პალიტრასთან“ ისაუბრა.

ავარიის დროს მძიმედ დაშავებული მარიამი უმძიმეს შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ გამოხატა სურვილი, მისთვის ძველი გარეგნობა დაებრუნებინა:

„ბევრ ადამიანს ეგონა , რომ უბრალოდ „ნოეს შოუში“ გაუკეთა თავის თავს რეკლამა და ოპერაციას არ მიკეთებდა.. ძალიან მინდა, ისევ ისეთი ვიყო, როგორც ადრე და ამაში ქალბატონი ციცინო მიდგას გვერდში“ – მარიამ ტატანაშვილი

„ორივე თვალში მხედველობა დავკარგე, ცალი თვალი მთლიანად აღარ მაქვს, იმპლანტი მაქვს ჩასმული, მარცხენა თვალში მხოლოდ დღის სინათლეს ვხედავ, მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი დავკარგე, მარჯვენაზე კი ხუთივე თითი დავკარგე ასევე ფეხზე წვივის ძვალი მქონდა მოტეხილი… სექტემბერში ვგეგმავთ რამდენიმე ოპერაციას…

მხედველობაზე ჯერ ახალი არაფერია. იმისთვის რომ ჩემთვის ის პირვანდელი სახე დაებრუნებინათ, რაც მქონდა, მოიფიქრეს რომ თავის ქალიდან აეღოთ ძვლები და გადაეტანათ ცხვირში და ყბაში… ეს არ მომეწონა და უარი ვთქვი, რადგან ძალიან რთული ოპერაციაა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ „ლიმფო ცხიმებით“ ამოვწიოთ ზედა ყბა და ტუჩიც თბილისში გავიკეთო… მე რაც პროთეზი გავიკეთე თავს ნაკლებად დაკომპლექსებულად ვგრძნობ, მივხვდი, რომ ეს თვალი ყველაზე მეტად მაკომპლექსებდა“ – ამბობს მარიამი.

ვიდეო: „სიყვარული მეც არ ვიცი, სად წავიდა.. რეანიმაციიდან გამოწერის დღეს ჩემს შეყვარებულს ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ვიფიქრე რაღაც პრობლემები ჰქონდა.. თუმცა შემდეგ მითხრა, რომ აღარ უნდოდა შეყვარებული ჰყოლოდა..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g