LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის – იმაზე, რომ მსოფლიოში ბევრი მოვლენა „ემთხვევა“ ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ამას აკეთებს სუსი“

146
ბიძინა ივანიშვილი & მამუკა მდინარაძე

„იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ბევრი მსგავსი მოვლენა „ემთხვევა“ ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ამას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, – ამ განცხადებით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რომელიც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხებოდა.

მდინარაძის თქმით, „არავის საღლიცინო არაა, როცა ადამიანის მოკვლას აპირებენ“:

პრემიერი: „ევროკომისარმა ტერაქტთან დაკავშირებით გამაფრთხილა… ბოლო პერიოდში ორი ტერაქტი განხორციელდა, სლოვაკეთსა და აშშ-ში, ის გამოძიება, რომელიც სუსშია დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები აქტუალურია – გასაკვირი არაა, რომ ივანიშვილი იყო შესაძლო აქტის ადრესატი“

„პირველ დღეებში, როცა ეს ამბავი გახმიანდა, საერთოდ მალავდნენ ტერორიზმის მუხლს. ერთი წამით დაუშვით, რომ არავინ არაფერი იცოდა მათი მხრიდან.

როცა ორი მუხლია შენთვის ცნობილი, მოწმე ხარ, მისი ადვოკატი ხარ, „ნაცი“ ხარ თუ მისი ტელევიზია ხარ, რატომ უნდა მოგაფიქრდეს, რომ შეთქმულების მუხლი გაამხილო და ტერორიზმის მუხლი დამალო?!

გურამ მაჭარაშვილი: „ეს სამი პოლიტიკური ფიგურა – ბიძინა ივანიშვილი, რობერტ ფიცო და დონალდ ტრამპი მშვიდობისთვის და ტრადიციული ცხოვრებისთვის იბრძვის, ბუნებრივად დამაჯერებელია ის, რაც სუს-მა თქვა“

შემდეგ როდესაც ინფორმაცია გახმოვანდება და სამი დღის თავზე ყველა გაიგებს, რომ ტერორიზმის მუხლიცაა, შემდეგ საგულდაგულოდ მალავდნენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამ სავარაუდო დანაშაულისა.

სუსი: „ვიძიებთ უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“ – ამის შესახებ ნათქვამია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი თუ რაღაცაში არ არის საქმე?! ამის იქით, ალბათ, მსჯელობითაც ვერ წავალთ. თუ ისინი უბრალოდ ღლიცინებენ… ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის.

ამასთან, იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ბევრი მსგავსი მოვლენა „ემთხვევა“ ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ამას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ბიძინას ლიკვიდაცია ვის რა ჯანდაბად უნდოდა? უაზრო კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია“ – ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ლაშა რუხაია გამოიკითხა

mazda magti 5g