თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ ცეცხლი საოჯახო ნივთებს გაუჩნდა.
უწყების ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და შედეგად არავინ დაშავებულა.