LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაპატიე, რომ წელს ვერ მოვდივარ შენს საფლავზე, მოსალოცად.. ზუსტად ვიცი, რომ მანდ ყველაფერს აკეთებ ძიტას ბიჭის კარგად ყოფნისთვის“ – ჟურნალისტ თორნიკე ყაჯრიშვილის ემოციური პოსტი

452
თორნიკე ყაჯრიშვილი

ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილ ძმაზე წერს.

თორნიკე წერს, რომ წელს პირველად ვერ მიდის ძმის საფლავზე და ვერ ულოცავს დაბადების დღეს.

„რანაირი ბედნიერი დღე იყო ხოლმე 26 ივლისი ჩვენს ოჯახში… დღეს 41 წლის გახდი იმიერში. მაპატიე, რომ წელს ვერ მოვდივარ შენს საფლავზე, მოსალოცად. სულ ვგრძნობ რომ ჩემს გვერდით ხარ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვე. ზუსტად ვიცი, რომ მანდ ყველაფერს აკეთებ ძიტას ბიჭის კარგად ყოფნისთვის. მიყვარხარ, როგორც შენ მეუბნებოდი ხოლმე: ჩემო ერთადერთო ძმაო“, – წერს თორნიკე ყაჯრიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g