LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარბელაში აპირებენ დააჯარიმონ დამსვენებლები, რომლებიც ბუნებრივ მოთხოვნილებებს ზღვაში იკმაყოფილებენ

185
two-friends-pissing-sea-sea-8513

ესპანეთის პოპულარულ კუნძულ მარბელაზე აპირებენ დააჯარიმონ ტურისტები, რომლებიც ბუნებრივ მოთხოვნილებებს ზღვაში იკმაყოფილებენ. სიახლის შესახებ nypost წერს.

დამსვენებლები, რომლებსაც მოთხოვნილებების გაკონტროლება უჭირთ, იძულებული იქნებიან 750 ევრო გადაიხადონ. „რეციდივისტებს“ კი – 1,5 ათასამდე ევროს ჯარიმა ელოდებათ.

ჩინოვნიკები აზუსტებენ, რომ ჯარიმები დაეკისრებათ ადამიანებს, ვინც ზღვას სანაპიროდან დააბინძურებს.

გარდა ამისა, ჯარიმები დაეკისრებათ მათ ვინც მუსიკას ზედმეტად ხმამაღლა მოუსმენს და ბურთით თამაშით სხვა ტურისტებს შეაწუხებს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები