სარა ჯესიკა პარკერი და ჯონ კორბეტი ისევ სერიალის „ასე უბრალოდ“ გადაღებებზე გამოჩნდნენ. ახალ კადრებში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, მსახიობები შავი ფერის სამოსში არიან გამოწყობილები. ასევე სამგლოვიარო სამოსში ჩნდებიან სინტია ნიკსონი და კრისტინ დევისი. ამ კადრებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ფილმის რომელიმე გმირი გარდაიცვალა, რასაც უკვე სერიალიდან გავიგებთ.
ცნობილია, რომ სერიალის გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს ნიუ-ორკში. ვიცით ისიც, რომ ქერი ბრედშოუსა და მისი მეგობრების ახალ თავგადასავლებს დიდ ეკრანზე, უკვე მომდევნო წელს ვიხილავთ.