LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში გზატკეცილი მთლიანად Skittles-ის კანფეტით დაიფარა

22

ამერიკაში ერთ-ერთი გზატკეცილი მთლიანად Skittles-ის კანფეტით დაიფარა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შემთხვევა ვისკონსინის შტატში მოხდა.

კანფეტის წვიმა სატვირთო ავტომობილის გადატრიალებამ გამოიწვია. ავტომობილში ასობით კილოგრამი Skittles იყო მოთავსებული, რაც გზის რამდენიმე მეტრიანი ნაწილის მთლიანად დასაფარად საკმარისზე მეტი იყო. დამხმარე ძალის მოსვლამდე, გადაკეტილი გზის გაწმენდა პოლიციელებს თავადვე მოუხდათ და ამ პროცესს რამდენიმე საათი მოანდომეს.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის ამსახველი პოსტი ქსელში მოხვდა და ათასობით ლაიქიც დააგროვა.

 

https://www.facebook.com/Dodge.Cty.Sheriff/posts/636612266527128

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები