LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მამას არ უნდა უთხრა „ნუ მეფერები“, თავს ვერ ვპატიობ, ამისთვის ჩემი ცხოვრებით ბევრჯერ მოვიხადე ბოდიში“ – დათო ლიკლიკაძე მამაზე ემოციურად საუბრობს

245
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობდა.

დათო ლიკლიკაძემ გადაცემაში საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი გაიხსენა, გულწრფელად ისაუბრა გარდაცვლილ მამაზე და მასთან დაკავშირებული ერთი ემოციური ეპიზოდიც გაიხსენა:

„დათო ლიკლიკაძე არის ცრემლის კაცი, რომელიც მეგობრობს ცრემლთან, ხშირად ტირის, ამ ბოლო დროს კი ტირის უკვე ყველაფერზე.

მამა-შვილი ქუჩაში რომ მიდიოდეს, შეიძლება, გავეკიდო და ტირილი დავიწყო, შეიძლება იმიტომ, რომ ახალგაზრდა ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ვერ შევეგუე, ვერ გადავხარშე მისი არყოფნა. მის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რამდენი კარგი რამ მოხდა, მაგრამ ყოველთვის ხელს მიშლის აბსოლუტური ბედნიერებისთვის.

საოცარი მამა იყო. ჩემს თავს ერთ მომენტს ვერასდროს ვპატიობ – გარდაცვალებამდე, უკვე დაუძლურებული იყო, თავის საწოლ ოთახში იყო წამომჯდარი, ხელი მომკიდა და მუხლზე უნდოდა დავესვი, ვუთხარი, „რას მეფერები, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ-მეთქი“, ცივად, არ მოვაფერებინე… რომ გარდაიცვალა, მაშინაც განვიცდიდი, მაგრამ შვილი რომ შემეძინა, უფრო განვიცდი, იმიტომ, რომ ერთ დღეს ჩემმა შვილმა რომ მითხრას, ნუ მეფერებიო – შეიძლება გავგიჟდე. მამას არ უნდა უთხრა „ნუ მეფერებიო“.

ამისთვის ჩემი ცხოვრებით ბევრჯერ მოვიხადე ბოდიში“, – თქვა დათო ლიკლიკაძემ.

🎬 ჩემი ცხოვრებით ბევრჯერ მოვიხადე ამისათვის ბოდიში…

🎬 მამას არ უნდა უთხრა "ნუ მეფერები!"… ჩემი ცხოვრებით ბევრჯერ მოვიხადე ამისათვის ბოდიში… ◾ დათო ლიკლიკაძე #ნოესთან ◾ გადაცემა სრულად https://bit.ly/46ldv49

Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on კვირა, 28 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g