LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: „საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დანიამაც დაიწყო, შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, რომლის ბიუჯეტიც 71, 5 მილიონ კრონას შეადგენდა“

133
თეონა აქუბარდია

„საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დანიამ დაიწყო – დანიამ შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები, ახალი პროგრამების მხარდაჭერა და ასევე, ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71, 5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ამის თაობაზე საუბარია მისი წერილის პასუხად, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში.

შალვა პაპუაშვილი: 2014-ში, 150 ჯარისკაცის გაგზავნით „ოცნებამ” EU-ის სამხედრო მისია გადაარჩინა

აქუბარდიას თქმით, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანიასა და საქართველოს შორის:

„მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგობის და დასავლელი მეგობრების მოწოდებებისა, რუსული კანონი მიიღო, შედეგად ქვეყანას დაეხურა კარი ევროკავშირის და ნატოს წევრობისკენ, რაც ჩვენი კონსტიტუციის 78-მუხლით გარანტირებულ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს.

მამუკა ხაზარაძე: „წვრთნების გაუქმება, ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება – ეს ბოლო სამი დღის ამბებია, კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო?“

მეტიც, მნიშვნელოვნად დაზიანდა ასევე კონსტიტუციის 70-ე მუხლით განსაზღვრული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რამდენადაც აშშ-მ გადახედა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და გააუქმა მრავალეროვანი სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი.

ამას მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან ევროპის მშვიდობის ფონდიდან 30 მილიონი ევროს გაყინვა, ისევე როგორც საფრანგეთის და გერმანიის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ განაცხადი. შედეგად კი მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა ჩვენმა ჯარმა, როგორც რეპუტაციულად, ასევე მატერიალურად.

ასევე ნახეთ

„ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ“ – ამბობს ევროკავშირის ელჩი.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული პასუხით ჩემს წერილზე ირკვევა, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა.

დანიამ ასევე შეაჩერა ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71, 5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა.

შესაბამისად, მმართველმა პარტიამ უკვე საგრძნობლად დააზიანა როგორც ჩვენი დემოკრატიული განვითარება, NATO-სა და ევროკავშირში წევრობის გზა, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

ირაკლი ქადაგიშვილი:„საქართველოსთვის არავის არცერთი შეიარაღება არ მოუწოდებია. თუ რაიმე შევიძინეთ, ესეც საბაზრო ფასებით – გაშმაგებით გვებრძვიან, არ ასვენებთ პოლიტიკური შურისძიება, რადგან საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს“

რაც არ უნდა გაუგებრობად გაყიდოს ეს თავდაცვის მინისტრმა, ძალიან მკაფიო და გასაგებია მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ საერთო ღირებულებებისგან და ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა ქმნის ამ მოცემულობას, რაც ბუნებრივია, რუსულ კანონს და ანტიდასავლურ რიტორიკას უკავშირდება.

ბუნებრივია, აღნიშნული ინფორმაცია ცნობილია მთავრობისთვის, თუმცა ფაქტია, რომ ისინი საკუთარ ხალხს უმალავენ ინფორმაციას, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ქვეყნის სუვერენიტეტი და თავდაცვისუნარიანობა.

ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამ სიმძიმით დაზიანებაზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, მის მთავრობას და მორჩილ უმრავლესობას, რომელიც ვერც კი ბედავს უპასუხოს ქართულ ჯარს, რატომ ჩააყენა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ქვეყანა“. – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

იაგო ხვიჩია: „არც აქამდე უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის – შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და ის ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g