თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადებას ირანის რევოლუციური გვარდია ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი მომხდარს იძიებს.
ისმაილ ჰანიეს დაღუპვა „ჰამასმაც“ დაადასტურა და იგი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ისმაილ ჰანიე გუშინ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაში იღებდა მონაწილეობას.