ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მერაბ სეფაშვილის ამერიკული კონცერტის შესახებ ბმულს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებამდე, სადაც თავადაც მონაწილეობს, ცოტა დრო რჩება. კონცერტი 13 ოქტომბერს შედგება, ბილეთები კი ჯერ კიდევ იყიდება:
„მეგობრებო, სულ ცოტა დრო რჩება მერაბის კონცერტამდე. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მექნება საშუალება მის გვერდით, ერთ სცენაზე ვიმღერო, ჩემს უსაყვარლეს კოლეგებთან და მეგობრებთან ნოდიკოსთან და ლიზასთან ერთად. საოცარი კონცერტი გელოდებათ – „ზღაპრის ბოლო კეთილია“.