9 აგვისტოს მგზავრების კონცერტმა ბათუმში ანშლაგით ჩაიარა.
ქართველი მაყურებელი განსაკუთრებით ელოდა ცნობილ ჰიტს „საქართველო“, რომლის დაწყებისთანავე გულშემატკივრებმა განსაკუთრებული ემოციები გამოხატეს.
ბოლო დღეების ეროვნული ნაკრების გამარჯვებებით განცდილი სიხარული და გიგი დედალამაზიშვილის ჰიტად ქცეული სიმღერა „საქართველო“ ქართველმა გულშემატკივარმა ძალიან შეიყვარა.
მომღერალმა აღნიშნა, რომ ამ სიმღერის შექმნა ეროვნული ნაკრების ბიჭებს უკავშირდება.