ბუდუ ზივზივაძემ ახალი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. მისი „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში შინ 0:2-ს აგებდა „ნიურბერგთან“, რის შემდეგაც ქართველმა თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა და გუნდს პირველი 3 ქულა მოუტანა.
აღნიშნულს, სოციალურ ქსელში მისი მამა კახა ზივზივაძე ეხმაურება და თამაშიდან კადრებს გვიზიარებს.
„ვინც ამბობდა რა შეუძლიაოო?.. ნახეთ😀“, – წერს კახა ზივზივაძე.
„აქ მე ვიპარავ შოუს“ – ბუდუ ზივზივაძე არაჩვეულებრივად ჩატარებული მატჩის კადრებს აქვეყნებს