LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახმა 30-წლიანი მცდელობის შემდეგ ლატარიაში მილიონი მოიგო

112
8e098260-49b9-11ef-8b8c-4f00f976

ინგლისელმა ოჯახმა, რომელიც 30 წლის განმავლობაში ლატარიას თამაშობდა, მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო. BBC-ის ინფორმაციით, გამარჯვებულები მუდმივად ერთი და იმავე ციფრებით თამაშობდნენ და საბოლოოდ ჯეკ პოტი მოხსნეს.

87 წლის ოდრი კობმა ბედის ცდა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ისევ ახალგაზრდა იყო. ოდრის რჩეული ციფრები – 5, 9, 18, 32, 44, 58 და 34 იყო. ქალს თავის გატაცებაში სამი შვილიც ეხმარებოდა.

მოგებულ თანხას ოჯახის წევრები თანაბრად გაიყოფენ და თითოეულს 250 ათასი ფუნტი სტერლინგი შეხვდება. უფროსი და ამ ფულით სახლის ყიდვას აპირებს, უმცროსი – მანქანის. ხოლო ძმას და დედას ჯერ არ გადაუწყვეტიათ თუ რაში დახარჯავენ მოგებულს.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან მოვიგებდით. ამაში ეჭვი არასდროს შემიტანია. 1994 წლის შობას ხუმრობით გადაწყდა, რომ ლატარიის თამაში უნდა დაგვეწყო და მას შემდეგ ამ დღეს ველოდი.“ – უთხრა გამოცემა ოჯახის უხუცესმა წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები