აჩიკო ბერიძე ბათუმში სოლოკონცერტისთვის ემზადება, რომელიც „ალილოს“ წევრს 10-11 აგვისტოს ექნება დავით მაზანაშვილის ბენდთან ერთად.
ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ის სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, მიხარია ის გამოხმაურება, რაც მოჰყვა ჩემს სოლოკონცერტს, კიდევ უფრო მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები 10-11 აგვისტოს. გპირდებით, არც-ერთ ემოციას დავიტოვებ ჩემთვის, სრულად დავიხარჯები… ვნახოთ რა გამომივა…
ბოდიშს გიხდით, რომ ყველას ვერ მოგაქციეთ ყურადღება და ვერ გაგითვალისწინეთ მოსაწვევებში… 11 აგვისტოს ბილეთები 2 კვირით ადრე უკვე აღარ იყო…
მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა…
გელოდებით ბათუმში!..“