LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში… დიქტატურის ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს, რომ მე ვარ ტყვეობაში“ – მიხეილ სააკაშვილი

142
მიხეილ სააკაშვილი

„დიქტატურის ხელისუფლება საერთოდ აღარ აპირებს რაიმე ფორმალური პროცედურების დაცვას და პირდაპირ აცხადებს, რომ მე ვარ ტყვეობაში“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებას სინამდვილეში მთავარი უსამართლობის გადაფარვა სურს.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: „მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ გაუარესებულა – აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში“

„ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა – პარასკევს გამოტანილი ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილებით.დიქტატურის ხელისუფლება საერთოდ აღარ აპირებს რაიმე ფორმალური პროცედურების დაცვას და პირდაპირ აცხადებს, რომ მე ვარ ტყვეობაში.თან ეს გააკეთეს აგვისტოში, როცა საერათაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ზოგადად მოდუნებულია, მე ამას აღვიქვამ სისუტისა და აგონიის ნიშნად“,- წერს სააკაშვილი.

იაგო ხვიჩია: „ ვესაუბრე „ვივამედის“ ხელმძღვანელს, მან მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად სამი ოთახი აქვს, თუ არ ვცდები, ტელევიზორიც დღეიდან ექნება“

ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა – პარასკევს…

Posted by Mikheil Saakashvili on ორშაბათი, 05 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g