LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რეკორდი ქიმიასა და ბიოლოგიაში! ბავშვებო, შრომა ყოველთვის ფასდება“ – გიორგი ღოღობერიძის აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები მიიღეს

1654
გიორგი ღოღობერიძე

„რეკორდი ქიმიასა და ბიოლოგიაში“, – ამ სათაურით ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს და აცხადებს, რომ აბიტურიენტები, რომლებიც აღნიშნულ საგნებში მასთან ემზადებოდნენ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური შეფასება მიიღეს.

„ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ქიმიაში 63-დან 63, საუბარია რეკორდზე და არამარტო ქიმიაში, ბიოლოგიაშიც უმაღლესი შეფასება. საუბარია ჩემს აბიტურიენტზე გიორგი სუხიაშვილზე. გიორგი შრომისმოყვარე ადამიანია, რომელსაც შრომა დაუფასდა. ერთხელაც კი არ გაუცდენია ჩემთვის გაკვეთილი და იბრძოლა იმისთვის, რომ რამდენიმე წელში ძალიან მაგარი ექიმი გახდეს.

აქვე მინდა, დავუფასო სწავლა ლაზარე ბაბუნაშვილსაც, რომელსაც ბიოლოგიაში უმაღლესი შეფასება ჰქონდა და ირაკლი ქანთარიას, რომელსაც არამარტო ქიმიასა და ბიოლოგიაში ჰქონდა უმაღლესი ქულები, ასევე ქართულსა და უცხო ენაშიც.

ბავშვებო, თქვენი შრომა ყოველთვის დაფასდება. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა სხვა ბავშვებსაც, შეიძლება მათ ვერ მიიღეს ქიმიაში 63-დან 63, ან ბიოლოგიაში 70-დან 70, მაგრამ ის ქულა, რაც გაქვთ, ისიც საკმარისია.

თავი არ დახაროთ, შრომა ყოველთვის ფასდება. შეიძლება ამ ეტაპზე რეკორდი არ იყო, მაგრამ შემდეგ წლებში, თქვენ თქვენი შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ და არცერთი წამით უკან არ დაიხიოთ“, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g