LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელსინკიში ქალებს საცურაო კოსტიუმის გარეშე გარუჯვის უფლება მისცეს

118
Screenshot 2024-08-08 121539

ჰელსინკის პლაჟებზე ცურვას თუ გარუჯვას ნებისმიერი მსურველი, მიუხედავად სქესისა „ტოპ-ლეს“ შეძლებს. სიახლის შესახებ YLE წერს.

მერიაში აზუსტებენ, რომ საინფორმაციო კამპანიის ჩატარება არ გამხდარა საჭირო, რადგან ზედა საცურაო კოსტიუმის გარეშე მოსიარულე ქალებზე საჩივარი ჯერ არავის დაუწერია. ყოველთვის, როცა პლაჟზე შეუფერებლად მოსიარულე ადამიანის შესახებ განცხადება იწერებოდა, ყველა შემთხვევა სრულ სიშიშვლეს შეეხებოდა.

აკრძალვის მოსახსნელად კი ადგილობრივი აქტივისტები იბრძოდნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ არაერთი ტოპ-ლეს ფლეშმობი გამართეს, რათა კანონის გაუქმებისთვის მიეღწიათ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან ტოპ-ლეს ცურვა შეუძლიათ ქალებს ბერლინშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები