LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენი ძირძველი ტერიტორიები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას და სეპარატისტებს. აღარ მსურს, ამ თემაზე დეტალებში შევიდე, ძალიან ბევრი კითხვა, ბუნდოვანება არსებობს“

142
ირაკლი ღარიბაშვილი

„საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა და იარსებებს კითხვები, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა, რატომ მოხდა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში სასამართლოში ყველა პროცესის მოსაგებად, მიზნის მისაღწევად ამ საკითხზე არ საუბრობდა.

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისგან“ ყველაფერს შეჩვეული ვართ, ომზეც შეუძლიათ სპეკულირება, გუშინ აქ რომ ამოვიდნენ და ჭირისუფლები არ ნახეს, არ დაფიქრდნენ, რომელ დღეს ამოვიდნენ?“

„ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა. ომს რაც შეეხება, ომის დეფინიცია შეგიძლიათ მოიძიოთ. მაგრამ მე რა აქცენტებიც გავაკეთე, და არამხოლოდ, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს.

ირაკლი კობახიძე: „ეს სპეკულაციებია, რომელსაც არ აქვს საფუძველი, ერთადერთი მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად გახლიჩონ ამ ყველაფერშიც საზოგადოება… რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი“

„არ მგონია, რომ თარიღთან დაკავშირებით ეს სპეკულაციები იყოს სერიოზული. გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი“- ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

აი, მარტივ კითხვას დაგისვამთ: კოდორის ხეობა, რომელიც საერთოდ მანამდე არ ფიგურირებდა, არც არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამთ არც სეპარატისტ აფხაზებს, როგორ მოხდა, რომ ამ ომის ფარგლებში, ხუთ დღეში უბრძოლველად ჩააბარეს ოკუპანტებს, გადასცეს და საერთოდ დაიკარგა? ამაზეც კითხვას არავინ აღარ სვამს და თქვენ მე მეუბნებით, რომ კითხვა არ უნდა დავსვა?!

რას ნიშნავს, ჩვენი ძირძველი ტერიტორიები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას და სეპარატისტებს. მე აღარ მსურს, ამ თემაზე დეტალებში შევიდე, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს.

„აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის… ურყევია ჩვენი რწმენა, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ შენებით, მხოლოდ წინსვლით და განვითარებით მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად“ – კახა კალაძე

ჩვენ მთელი ეს წლები იმ მიზნის მისაღწევად, რომ უნდა მოგვეგო ყველა პროცესი სასამართლოში, და ასეც მოხდა, ამ თემაზე ღიად არ ვსაუბრობდით, მაგრამ, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ეს კითხვები ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. კითხვები: რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მდინარაძე: „ჩვენ მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ გმირები არიან – „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g