ქართველი მომღერალი მერაბ სეფაშვილი საკუთარ დაბადების დღეს, 13 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ-შტატებში, ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს.
როგორც ცნობილია, კონცერტზე სახელწოდებით – „შენთვის“, აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, მერაბ სეფაშვილთან ერთად მოუსმინონ სხვა შემსრულებლებსაც, მათ შორის, ნინი შერმადინს, ლიზა ყენიას, ნოდიკო ტატიშვილს და პაპუნა შარიქაძეს.
ნიუ-იორკში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Emolas Corporation:
„მერაბ სეფაშვილი 13 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, შენთან შესახვედრად მოდის!
ქართული სცენის ლეგენდა, საკუთარ დაბადების დღეზე, სოლო კონცერტით პლანეტის მთავარ გზაჯვარედინზე იმღერებს – შენთვის!“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.